გამარჯობა! მე დიტო თედიაშვილი ვარ, ფოტოგრაფი.

 

ჩემი საქმე ამბების კადრებად მოყოლაა. იმ თითქოს უმნიშვნელო დეტალების აღმოჩენა, რომელთა მიღმაც ხშირად მთელი ისტორია იმალება. მჯერა, რომ ყოველთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბები უჩვეულო კუთხით დაინახო. უფრო მხატვრულად თუ ვიტყვი, ჩემთვის ფოტოგრაფია წამის დაჭერის ხელოვნებაა და არა – თითის.

 

ქორწილების გადაღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამბების მოყოლის სიყვარულია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისტორია უკვე მზად არის, შენ კი მხოლოდ მისი შთამბეჭდავად გადმოცემა გევალება. ამიტომ, ჩემთვის თითოეული ქორწილის ისტორია ინდივიდუალური და უნიკალურია.

 

გალერეა
ფასები
1500
  • სტანდარტული პაკეტი

    • მომზადების პროცესიდან – 22:00-მდე
      100 დამუშავებული ფოტო
      1200-1500 ფოტო
      ჩაბარების ვადა: 5 კვირა
1900
  • პრემიუმ პაკეტი

    • მომზადების პროცესიდან – 22:00-მდე
      150 დამუშავებული ფოტო
      1500-1900 ფოტო
      ჩაბარების ვადა: 5 კვირა
      ფოტო-წიგნი (A4 ფორმატი,50 გვერდი)
      ინფორმაცია ფოტო-წიგნზე