გამარჯობა! მე დიტო თედიაშვილი ვარ, ფოტოგრაფი.

 

ჩემი საქმე ამბების კადრებად მოყოლაა. იმ თითქოს უმნიშვნელო დეტალების აღმოჩენა, რომელთა მიღმაც ხშირად მთელი ისტორია იმალება. მჯერა, რომ ყოველთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბები უჩვეულო კუთხით დაინახო. უფრო მხატვრულად თუ ვიტყვი, ჩემთვის ფოტოგრაფია წამის დაჭერის ხელოვნებაა და არა – თითის.

 

ქორწილების გადაღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამბების მოყოლის სიყვარულია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისტორია უკვე მზად არის, შენ კი მხოლოდ მისი შთამბეჭდავად გადმოცემა გევალება. ამიტომ, ჩემთვის თითოეული ქორწილის ისტორია ინდივიდუალური და უნიკალურია.

 

გალერეა