2700
  • ერთი ქორწილის ისტორია

    • მომზადების პროცესიდან – 22:00-მდე
      150 დამუშავებული ფოტო
      1500-1900 ფოტო
      ჩაბარების ვადა: 5 კვირა

ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ კითვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმევა ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ.

Covid-19 რეგულაციები

კოვიდ-19 რეგულაციებიდან გამომდინარე, პანდემიის პერიოდში მოსალოდნელია ისეთი მასობრივი შეკრებების გაუქმება როგორიც არის ქორწილი. შემნილი სიტუაციიდან გამომდინარე გთხოვთ წინასწარ გაანალიზოთ ეს რისკები და ამის შემდგომ დაჯავშნოთ ქორწილის დღე. 

ავანსის ოდენობა რომელიც განკუთვნილია კონკრეტული თარიღის დასაჯავშნად, უკან არ ბრუნდება.
ავანსის თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ წყვილის ფოტოსესიისთვის 1-3 თვის განმავლობაში. ფოტოსესიის ღირებულება დამოკიდებული იქნება ლოკაციების რაოდენობაზე და სამუშაო საათებზე.

რამდენი ხნით ადრე უნდა დავჯავშნოთ ფოტოსესია ?

დაჯავშნა შეგიძლიათ მაშინ, როდესაც გეცოდინებათ ქორწილის ზუსტი თარიღი. ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე.

როგორ უნდა დავჯავშნოთ ფოტოსესია?

ფოტოსესიის დაჯავშნა ხდება ავანსის ჩარიცხვით.
ავანსის ოდენობა არის 500 ლარი

როდის ვიხდით სრულ თანხას?

სრული თანხა იფარება ქორწილის დღეს, ან წინა დღეს ჩარიცხვით.

იმ შემთხვევაში თუ შეიცვალა ქორწილის თარიღი ?

თუ ქორწილის თარიღი შეიცვლება მინიმუმ 2 თვით ადრე , ავანსი გადავა იმ დღეზე, რომლზეც გადაიტანთ ქორწილს.
თუ 2 თვეზე ნაკლებ დროში გენდომებათ თარიღის შეცვლა, ავანსის თანხა უკან ვერ დაბრუნდება.

ვიდეოსაც იღებთ?

ვიდეოს რა თქმა უნდა მე არ ვიღებ, შემიძლია გირჩიოთ ჩემი პარტნიორი ოპერატორები, რომლებიც საუკეთესოდ მუშაობენ.

რა ტექნიკით მუშაობთ?

Camera:

Canon eos 5d mk iv

Lenses:
24-70mm f.2/8 ii
70-200mm f.2/8 ii
35 mm f.1/4
85 mm f.1/2

რამდენი საათი მუშაობთ?

სამუშაო დრო არის მაქსიმუმ 11 საათი.

რომელ საათამდე მუშაობთ?

22:00 საათამდე

შესაძლებელი არის თუ არა დროის დამატება ?

საჭიროების შემთხვევაში დიახ.
22:00-ის შემდეგ 1 საათის ღირებულება არის 250 ლარი

რა თანხის დამატება მომიწევს ქალაქგარეთ ქორწილის შემთხვევაში?

კახეთი – 300 ლარი

ყაზბეგი – 400 ლარი

ბათუმი – 500 ლარი

რამდენ ხანში მივიღებთ დამუშავებულ ფოტოებს ?

ფოტოების ჩაბარების ვადა არის 5 კვირა.

რა სახით მივიღებთ დამუშავებულ ფოტოებს?

ფოტოები იგზავნება ელექტრონულად, დრაივზე ატვირთული.

სად გადავიღებთ ფოტოებს?

ქორწილის დღის დაჯავშნის შემდეგ, გვექნება გაცნობითი შეხვედრა და გავივლით ყველა დეტალს ერთად, დავგეგვამთ დღის განრიგს და საფოტოსესიო ლოკაციებს.

გყავთ თუ არა არსისტენტი ფოტოგრაფი?

დიახ. ასისტენტი ფოტოგრაფის საჭიროება არის მაშინ როდესაც, ქორწილში სტუმრების რაოდენობა აღემატება 150-200 ადამიანს და გსურთ მაქსიმალური აქცენტი სტუმრებზე. ასისტენტი ფოტოგრაფის ღირებულება არის დამატებით 1300 ლარი.

გადაღებული იქნება თუ არა ყველა სტუმარი ?

ჩემი ძირითადი აქცენტი მიმართულია მეფე-პატარძალზე.
დიდი ქორწილების შემთხვევაში შეიძლება ბევრი სტუმარი არ იყოს დაფიქსირებული, იმ შემთხვევაში თუ მარტო მომიწევს გადაღება.

საჭიროა თუ არა მაკიაჟის გაკეთების დროს გადაღება?

თუ მაკიჟს იკეთებთ სახლში ან სასტუმროში, სადაც მომზადების ლამაზი კადრები გამოვა, დიახ.
თუ სალონში, ამ კადრებს არ ვიღებ.

რა დრო გვჭირდება ფოტოების გადასაღებად ?

საუკეთესო შემთხვევაში სასურველი იქნება დღე ისე დაგეგმოთ, რომ ორ ლოკაციაზე, 1-1 საათი გვქონდეს გამოყოფილი. დროს რაც შეეხება,  დახურული სივრცეებისთვის დღის პირველი ნახევარი ხოლო ღია სივრცეებისთივს 17:00-დან.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ ვასწრებთ დაგეგმილ ლოკაციებზე გადაღებას?

სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში არ გვაქვს სრული მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შემცირდეს დამუშავებული ფოტოების რაოდენობა და განსხვავებული ფოტოების რაოდენობა.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მთელი დღე წვიმს და ვერ ვიღებთ?

ასეთ შემთხვევვაში გვაქვს გეგმა მეორე, რომელიც არის დახურული სივრცე, ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, ბარი, რესტორანი ან მუზეუმი.

დაცული არის თუ არა ჩემი ფოტოების უსაფრთხოება?

დიახ დაცულია.
თუმცა თქვენივე უსაფრთხოების მიზნით სასურველია ფოტოები გადმოწეროთ და შეინახოთ ისეთ დრაივზე, რომელსაც ხშირად არ იყენებთ.
ქორწილის ფოტოების ჩაბარების შემდეგ სრული მასალა აღარ ინახება ჩემს არქივში, ვინახავ მხოლოდ დამუშავებულ ფოტოებს.

დამატებით რა სერვისების შემოთავაზება შეგიძლიათ?

ხელის მოწერის ცერემონია ღია ცის ქვეშ
💥საქორწილო თაღი და 30 სკამი,
📸ფოტო-ზონები თქვენი ფოტოსესიისთვის,
🍭ტკბილეულის მაგიდა, მინი ფურშეტი,
🎼ცერემონიის მუსიკალური გაფორმება,
🌳მწვანეში ჩაფლული, უიშვიათესი ჯიშის მცენარეებით სავსე ბაღი.

დამატებითი ინფორმაციისთივის ეწვიეთ ვებგვერდს: www.weddingstory.ge/ceremony

შესაძლებელი არის თუ არა ქორწილის დღეს გადაღებული რომელიმე ფოტოს, კომერციული მიზნით გამოყენება?

საავტორო უფლებები არის ფოტოგრაფის, შესაბამისად კომერციული მიზნით ამ ფოტოების გამოყენება აკრძალულია.

რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით ?

აუცილებელია, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს, გვქონდეს ჩვენი ადგილი მაგიდასთან, რათა არ მოგვიწიოს სხვის ადგილას დაჯდომა, ან სხვას ჩვენს ადგილას დაჯდომა და არ შეიქმნას უხერხული სიტუაცია, რაც შემდეგ ქმნის დიდ გაუგებრობას და უფუჭებს გუნება-განწყობას, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს.

ასევე სასურველი იქნება, დამუშავებულ ფოტოებს აღარ დაადოთ არანაირი ეფექტი.
სოციალურ ქსელში განთავსებისას კი, ფოტოგრაფის სახელს და გვარს თუ აღნიშნავთ ამაზე მადლობასაც გეტყვით .

არ დაგავიწყდეთ ღიმილი, იყავით თავისუფლები, გამოხატეთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ და ისიავმონეთ ამ დღით, რადგან ეს ზუსტად ის ემოციებია რომლითაც ერთად შევქმნით ერთი ქორწილის ისტორიას.