ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ კითვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმევა ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ.
ერთი ქორწილის ისტორია
-
- მომზადების პროცესიდან – 22:00-მდე
150 დამუშავებული ფოტო
1500-1900 ფოტო
ჩაბარების ვადა: 5 კვირა
- მომზადების პროცესიდან – 22:00-მდე
რამდენი ხნით ადრე უნდა დავჯავშნოთ ფოტოსესია ?
დაჯავშნა შეგიძლიათ მაშინ, როდესაც გეცოდინებათ ქორწილის ზუსტი თარიღი. ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე.
როგორ უნდა დავჯავშნოთ ფოტოსესია?
ფოტოსესიის დაჯავშნა ხდება ავანსის ჩარიცხვით.
ავანსის ოდენობა არის $300
როდის ვიხდით სრულ თანხას?
სრული თანხა იფარება ქორწილის დღეს, ან წინა დღეს ჩარიცხვით.
იმ შემთხვევაში თუ შეიცვალა ქორწილის თარიღი ?
თუ ქორწილის თარიღი შეიცვლება მინიმუმ 2 თვით ადრე , ავანსი გადავა იმ დღეზე, რომლზეც გადაიტანთ ქორწილს.
თუ 2 თვეზე ნაკლებ დროში გენდომებათ თარიღის შეცვლა, ავანსის თანხა უკან ვერ დაბრუნდება.
რომელ საათზე იწყებთ მუშაობას?
სამუშაო დრო იწყება 11:00 საათიდან
რომელ საათამდე მუშაობთ?
22:00 საათამდე
შესაძლებელი არის თუ არა დროის დამატება ?
საჭიროების შემთხვევაში დიახ.
22:00-ის შემდეგ 1 საათის ღირებულება არის $200
რა თანხის დამატება მომიწევს ქალაქგარეთ ქორწილის შემთხვევაში?
კახეთი – $150
ყაზბეგი – $250
ბათუმი – $500
რამდენ ხანში მივიღებთ დამუშავებულ ფოტოებს ?
ფოტოების ჩაბარების ვადა არის 1-2 თვე.
რა სახით მივიღებთ დამუშავებულ ფოტოებს?
ფოტოები იგზავნება ელექტრონულად, დრაივზე ატვირთული.
სად გადავიღებთ ფოტოებს?
ქორწილის დღის დაჯავშნის შემდეგ, გვექნება გაცნობითი შეხვედრა და გავივლით ყველა დეტალს ერთად, დავგეგვამთ დღის განრიგს და საფოტოსესიო ლოკაციებს.
გყავთ თუ არა არსისტენტი ფოტოგრაფი?
დიახ. ასისტენტი ფოტოგრაფის საჭიროება არის მაშინ როდესაც, ქორწილში სტუმრების რაოდენობა აღემატება 150-200 ადამიანს და გსურთ მაქსიმალური აქცენტი სტუმრებზე. ასისტენტი ფოტოგრაფის ღირებულება არის დამატებით $1000.
გადაღებული იქნება თუ არა ყველა სტუმარი ?
ჩემი ძირითადი აქცენტი მიმართულია მეფე-პატარძალზე.
დიდი ქორწილების შემთხვევაში შეიძლება ბევრი სტუმარი არ იყოს დაფიქსირებული, იმ შემთხვევაში თუ მარტო მომიწევს გადაღება.
საჭიროა თუ არა მაკიაჟის გაკეთების დროს გადაღება?
თუ მაკიჟს იკეთებთ სახლში ან სასტუმროში, სადაც მომზადების ლამაზი კადრები გამოვა, დიახ.
თუ სალონში, ამ კადრებს არ ვიღებ.
რა დრო გვჭირდება ფოტოების გადასაღებად ?
საუკეთესო შემთხვევაში სასურველი იქნება დღე ისე დაგეგმოთ, რომ ორ ლოკაციაზე, 1-1 საათი გვქონდეს გამოყოფილი. დროს რაც შეეხება, დახურული სივრცეებისთვის დღის პირველი ნახევარი ხოლო ღია სივრცეებისთივს 17:00-დან.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ ვასწრებთ დაგეგმილ ლოკაციებზე გადაღებას?
სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში არ გვაქვს სრული მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შემცირდეს დამუშავებული ფოტოების რაოდენობა და განსხვავებული ფოტოების რაოდენობა.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მთელი დღე წვიმს და ვერ ვიღებთ?
ასეთ შემთხვევვაში გვაქვს გეგმა მეორე, რომელიც არის დახურული სივრცე, ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, ბარი, რესტორანი ან მუზეუმი.
დაცული არის თუ არა ჩემი ფოტოების უსაფრთხოება?
დიახ დაცულია.
თუმცა თქვენივე უსაფრთხოების მიზნით სასურველია ფოტოები გადმოწეროთ და შეინახოთ ისეთ დრაივზე, რომელსაც ხშირად არ იყენებთ.
ქორწილის ფოტოების ჩაბარების შემდეგ სრული მასალა აღარ ინახება ჩემს არქივში, ვინახავ მხოლოდ დამუშავებულ ფოტოებს.
შესაძლებელი არის თუ არა ქორწილის დღეს გადაღებული რომელიმე ფოტოს, კომერციული მიზნით გამოყენება?
საავტორო უფლებები არის ფოტოგრაფის, შესაბამისად კომერციული მიზნით ამ ფოტოების გამოყენება აკრძალულია.
რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით ?
აუცილებელია, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს, გვქონდეს ჩვენი ადგილი მაგიდასთან, რათა არ მოგვიწიოს სხვის ადგილას დაჯდომა, ან სხვას ჩვენს ადგილას დაჯდომა და არ შეიქმნას უხერხული სიტუაცია, რაც შემდეგ ქმნის დიდ გაუგებრობას და უფუჭებს გუნება-განწყობას, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს.
ასევე სასურველი იქნება, დამუშავებულ ფოტოებს აღარ დაადოთ არანაირი ეფექტი.
სოციალურ ქსელში განთავსებისას კი, ფოტოგრაფის სახელს და გვარს თუ აღნიშნავთ ამაზე მადლობასაც გეტყვით .
არ დაგავიწყდეთ ღიმილი, იყავით თავისუფლები, გამოხატეთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ და ისიავმონეთ ამ დღით, რადგან ეს ზუსტად ის ემოციებია რომლითაც ერთად შევქმნით ერთი ქორწილის ისტორიას.