ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ კითვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმევა ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ.

რამდენი ხნით ადრე უნდა დავჯავშნოთ ფოტოსესია ?

დაჯავშნა შეგიძლიათ მაშინ, როდესაც გეცოდინებათ ქორწილის ზუსტი თარიღი. ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე.

როგორ უნდა დავჯავშნოთ ფოტოსესია?

ფოტოსესიის დაჯავშნა ხდება ავანსის ჩარიცხვით.
ავანსის ოდენობა არის 500 ლარი.

ავანსის თანხა უკან არ ბრუნდება.

ავანსის თანხა უკან დაგიბრუნდებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში აიკრძალება ღია ცის ქვეშ და დახურლ სივრცეში ქორწილების ჩატარება.

როდის ვიხდით სრულ თანხას?

სრული თანხა იფარება ქორწილის დღეს, ან წინა დღეს ჩარიცხვით.

იმ შემთხვევაში თუ შეიცვალა ქორწილის თარიღი ?

თუ ქორწილის თარიღი შეიცვლება მინიმუმ 2 თვით ადრე , ავანსი გადავა იმ დღეზე, რომლზეც გადაიტანთ ქორწილს.
თუ 2 თვეზე ნაკლებ დროში გენდომებათ თარიღის შეცვლა, ავანსის თანხა უკან ვერ დაბრუნდება.

ვიდეოსაც იღებთ?

ვიდეოს რა თქმა უნდა მე არ ვიღებ, შემიძლია გირჩიოთ ჩემი პარტნიორი ოპერატორები, რომლებიც საუკეთესოდ მუშაობენ.

რამდენ ფოტოს იღებთ მთელი დღის განმავლობაში?

სრული დღის მანძილზე დაახლოებით 1500 ფოტოს გადავიღებთ, მაგრამ გააჩნია დღის განრიგს და საფოტოსესიო ადგილების რაოდენობას, შესაძლებელია უფრო მეტი ფოტოს გადაღებაც.

რამდენ ფოტო იქნება დამუშავებული?

დამუშავებული ფოტოების რაოდენობა არის 100

რა ტექნიკით მუშაობთ?

Camera:

Canon eos 5d mk iii

Lenses:
24-70mm f.2/8 ii
70-200mm f.2/8 ii
35 mm f.1/4
85 mm f.1/2

რამდენი საათი მუშაობთ?

სამუშაო დრო არის მაქსიმუმ 11 საათი.

რომელ საათამდე მუშაობთ?

22:00 საათამდე

შესაძლებელი არის თუ არა დროის დამატება ?

საჭიროების შემთხვევაში დიახ.
22:00-ის შემდეგ 1 საათის ღირებულება არის 250 ლარი

რამდენ ხანში მივიღებთ დამუშავებულ ფოტოებს ?

ფოტოების ჩაბარების ვადა არის 5-6 კვირა.

რა სახით მივიღებთ დამუშავებულ ფოტოებს?

დამუშავებული ფოტოების გადმოცემა შემიძლია, როგორც ელექტრონულად, ასევე დისკებზე ჩაწერილიც, თქვენივე სურვილისამებრ.

სად გადავიღებთ ფოტოებს?

ქორწილის დღის დაჯავშნის შემდეგ, გვექნება გაცნობის შეხვედრა და გავივლით ყველა დეტალს ერთად, დავგეგვამთ დღის განრიგს და საფოტოსესიო ლოკაციებს.

გყავთ თუ არა არსისტენტი ფოტოგრაფი?

დიახ. ასისტენტი ფოტოგრაფის საჭიროება არის მაშინ როდესაც, ქორწილში სტუმრების რაოდენობა აღემატება 150-200 ადამიანს და გსურთ მაქსიმალური აქცენტი სტუმრებზე. ასისტენტი ფოტოგრაფის ღირებულება არის დამატებით 800 ლარი.

გადაღებული იქნება თუ არა ყველა სტუმარი ?

ჩემი ძირითადი აქცენტი მიმართულია მეფე-პატარძალზე.
დიდი ქორწილების შემთხვევაში შეიძლება ბევრი სტუმარი არ იყოს დაფიქსირებული, იმ შემთხვევაში თუ მარტო მომიწევს გადაღება.

საჭიროა თუ არა მაკიაჟის გაკეთების დროს გადაღება?

თუ მაკიჟს იკეთებთ სახლში ან სასტუმროში, სადაც მომზადების ლამაზი კადრები გამოვა, დიახ.
თუ სალონში, ამ კადრებს არ ვიღებ.

რა დრო გვჭირდება ფოტოების გადასაღებად ?

რაც უფრო მეტ დროს დავუთმობთ ფოტოების გადაღებას, უფრო დიდი მასალა გვექნება და შესაბამისად უფრო განსხვავებული ფოტოები. ამიტომ ეცადეთ დღე ისე დაგეგმოთ, რომ ორ ლოკაციაზე, 1-1 საათი, მოვახერხოთ გადაღება.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ვერ ვასწრებთ დაგეგმილ ლოკაციებზე გადაღებას?

სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში არ გვაქვს სრული მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შემცირდეს დამუშავებული ფოტოების რაოდენობა და განსხვავებული ფოტოების რაოდენობა.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მთელი დღე წვიმს და ვერ ვიღებთ?

ასეთ შემთხვევვაში გვაქვს გეგმა მეორე, რომელიც არის დახურული სივრცე, ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, ბარი, რესტორანი ან მუზეუმი.

რა ღირს ცალკე ფოტო-წიგნი ?

სტანდარტული A4  ფორმატის (50 გვერდი) ალბომის ღირებულება არის 350 ლარი.
ალბომის ნახვა და შეკვეთა შეგიძლიათ ჩემთან შეხვედრის დროს.

დაცული არის თუ არა ჩემი ფოტოების უსაფრთხოება?

დიახ დაცულია.
ქორწილის ფოტოების ჩაბარების შემდეგ სრული მასალა არ ინახება ჩემს არქივში, ვინახავ მხოლოდ დამუშავებულ ფოტოებს.

შესაძლებელი არის თუ არა ქორწილის დღეს გადაღებული რომელიმე ფოტოს, კომერციული მიზნით გამოყენება?

საავტორო უფლებები არის ფოტოგრაფის, შესაბამისად კომერციული მიზნით ამ ფოტოების გამოყენება აკრძალულია. თქვენ გაქვთ ფოტოების, სოციალურ ქსელში გამოყენების და ბეჭდვის უფლება.

რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით ?

აუცილებელია, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს, გვქონდეს ჩვენი ადგილი მაგიდასთან, რათა არ მოგვიწიოს სხვის ადგილას დაჯდომა, ან სხვას ჩვენს ადგილას დაჯდომა და არ შეიქმნას უხერხული სიტუაცია, რაც შემდეგ ქმნის დიდ გაუგებრობას და უფუჭებს გუნება-განწყობას, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს.

ასევე სასურველი იქნება, დამუშავებულ ფოტოებს აღარ დაადოთ არანაირი ეფექტი.
სოციალურ ქსელში განთავსებისას კი, ფოტოგრაფის სახელს და გვარს თუ აღნიშნავთ ამაზე მადლობასაც გეტყვით .

არ დაგავიწყდეთ ღიმილი, იყავით თავისუფლები, გამოხატეთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ და ისიავმონეთ ამ დღით, რადგან ეს ზუსტად ის ემოციებია რომლითაც ერთად შევქმნით ერთი ქორწილის ისტორიას.